გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინა არსებობს, რომელთა უსაფრთხოების დადგენის შემთხვევაში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება

21-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელთან დაკავშირებითაც გაფართოებული კვლევები გრძელდება. მისივე თქმით, თუ ვაქცინის უსაფრთხოება დადგინდა, მაშინ ის შეიძლება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

"საქმის კურსში ვართ რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია "ასტრაზენეგასთან" ერთად და დიახ, ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი და ახლა კიდევ დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, როდესაც უფრო გაფართოებული ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება და უკვე აქამდე დადგენილია მისი საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, მუშაობს საქართველო ამ კომპანიასთან. ჩვენ უკვე ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან და ამავე დროს, საქართველოს მუშაობს ე.წ. გავის ალიანსთან. გავი მოგეხსენებათ, არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც აფინანსებს პირადად ბილ გეითსის ფონდი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში. ჩვენ დიდი ხანია გავისთან გვაქვს კონტაქტები. რადგან გავის საშუალებით ჩვენ მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს მუშაობა ამ ორი წყაროთი - პირდაპირ ასტრაზენეგასთან და ასევე გავის ალიანსთან. როდესაც დამტკიცდება რომ ესა თუ ის ვაქცინა ბაზარზე უკვე დაშვებული იქნება, საქართველოც იყოს რიგებში,“ - განაცხადა გამყრელიძემ.