გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფო კილაძე ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე: გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს?!

21-07-2020

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ქუთაისში ქალის მკვლელობას სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

“ეს ულამაზესი გოგო მეზობლის მიერ მიყენებული 17 ჭრილობისგან გარდაიცვალა. ერთი საათის მანძილზე ითხოვდა შველას. არც ერთი მეზობელი არ დაეხმარა.

მე სხვანაირი მახსოვს ჩემი ქუთაისი. ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ. როგორ გადავგვარდით?! რა გვჭირს?!

მერე გვიკვირს, ბავშვები ერთმანეთს ასე რატომ იმეტებენო. რა მაგალითს ვაძლევთ, ამაზე ვინმე ფიქრობს?!” – წერს სოფო კილაძე

ცნობისთვის, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი 19 ივლისს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ საქმეზე გუშინ, 20 ივლისს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს.

ipress