გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო – კობახიძე ელისაშვილზე

22-07-2020

„ალეკო ელისაშვილის არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

კობახიძე აცხადებს, ელისაშვილს არასდროს არაფერი გაუკეთებია.

 

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი დავით სერგეენკო კი პირდაპირ არის დაკავშირებული ფუნდამენტურ რეფორმებთან, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა.

 

აქეთ არის დავით სერგეენკო, რომლის შემოქმედება არის ეს ყველაფერი და აქეთ არის ალეკო ელისაშვილი – სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში.

 

ეს არის სიცარიელეზე მეტი – არ შეიძლება, ადამიანი თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო. სერგეენკო და ელისაშვილი არის მაგალითი – აქეთ არის უზარმაზარი საქმე, იქით სიცარიელე და უფრო მეტი“,- განაცხადა კობახიძემ.

 

პრაიმტაიმი