გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

22-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია-ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი კი გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურებული შემთხვევაა. მისვე თქმით, ახალი დაინფიცირებულებიდან ორი შემთხვევის წყარო ჯერჯორობით უცნობია, კონტაქტების დასადგენად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.


"დაგვემატა 24 ახალი შემთხვევა და გვყავს 1073 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა და გვყავს 907. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობას 188 პაციენტი განაგრძობს.

24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ - 5 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. ისინი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა გახლავთ დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი პირებში დადასტურებული შემთხვევა და ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით",-განაცხადა ეზუგბაიამ.