გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თებერვალში ხე-ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა

2-03-2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა, პირველიდან 31 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 35 სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 206 შემთხვევა კახეთში გამოვლინდა . აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 21 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 45, გურიაში -10, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიას აქ - 61 ფაქტი დაფიქსირდა, მცხეთა-მთიანეთში- 22, შიდა ქართლში - 42, ქვემო ქართლის მასშტაბით - 50 და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 90 შემთხვევა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1280 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 46 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 26 დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.