შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ბორჯომის მერიაში თანამშრომლები პროტესტის ნიშნად სამსახურში არ მივიდნენ

2-03-2018

ბორჯომის მერიის თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გადავწყვიტეთ დღეს პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიგვემართა და სამსახურში საერთოდ არ მივსულიყავით“,–ამბობს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

მერიაში დაკეტილია ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას სამუშაო კაბინეტიც. მისი თქმით, დღეს მერია მუშაობას არ გააგრძელებს, ორშაბათს კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ.

პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ გუშინ, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა.  სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

imedinews.ge