გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაშა ნაცვლიშვილი: მოკლედ, როგორც გუბაზი ამბობდა: “ნაცებო, შეგაძვრენთ მიშას გვამში!”

23-07-2020

“არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას “ჩაუდოს” ამ რეირბახის კავშირები” – ლაშა ნაცვლიშვილი “მთავარზე” გასულ მასალას ეხმაურება, რომელიც 23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ეხება.

  • არ ვიცი, რა კავშირი აქვს 23 წლის გოგონას ტრაგიკულ აღსასრულთან მის სამსახურს და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რეირბახი (გამოძიება იტყვის სათქმელს), მაგრამ ფუჭად ცდილობს ნაცპროპაგანდა, ოცნებას “ჩაუდოს” ამ რეირბახის კავშირები, რადგან ამ სიუჟეტში ნახსენები პირებიდან:
    1. კოტე ყიფიანი იყო კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და ფიგურირებს ტელეკომპანია “იმედის” ძალადობრივი მიტაცების საქმეში. კერძოდ, როდესაც ნაცებმა გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე “იმედის” ფორმალურ მფლობელ ჯაოშვილს წილები “ღამის ნოტარიუსთან” გადააფორმებინეს ჯოზეფ ქეიზე, კოტე ყიფიანი მონაწილეობდა ნოტარიატის ალყაში;
    2. აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი – თემურ პატარიძე, 2012 წლის მერე ორჯერ იყო დაკავებული და გასამართებული. მათ შორის, მეორედ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის (მოკითხვა გიგაურს და ბენიძეს); გარდა ამისა, სწორედ თემურ პატარიძემ გადააცილა დათა ახალაია საზღვარზე, როცა იგი საქართველოდან გაიქცა და ამასთან ერთად ის (პატარიძე) არის არაერთი განზრახი მკვლელობისთვის გასამართლებული შამათავას უკლებლივ ყველა საქმის ფიგურანტი (ხალხს რომ ხვრეტდნენ და ზღვაში ქვაგამობმულებს ძირავდნენ, “მაიმუნა” და ამბები).

მოკლედ, როგორც გუბაზი ამბობდა: “ნაცებო, შეგაძვრენთ მიშას გვამში!”-წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

მთავარის ინფორმაციით:

კომპანია ZAG, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე, რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2018 წლიდან ამერიკის მოქალაქის აბრაამ რეიხბახის კუთვნილებაა.

მსოფლიო მასშტაბით, რეიხბახის კარგად იცნობენ, სადაც ის 34 კომპანიას ფლობს, თუმცა ყველა მათგანის საქმიანობა ბუნდოვანი და საეჭვოა, რა საქმინაობას ეწევიან ეს კომპანიები ინტერნეტში ინფორმაცია ამის შესახებ ძნელად მოიპოვება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ბიზნესმენს მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა აქვს ქართველ პარტნიორებთან. საქართველოში მისი მთავარი კომპანიონი ZAG-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ გეჯაძეა, ასევე ბიზნესპარტნიორების რიცხვში შედიან “ოცნების” ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.

ინტერპრესნიუსი