გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

23-07-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.

მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ბატალიონი სრული შემადგენლობით ეტაპობრივად დაბრუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი, როტაციის წესით, მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.