გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია

23-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი გაჩიანის კლასტერს განეკუთვნება, კიდევ ორი კი იმპორტირებულია. ეზუგბაიას თქმით, სამი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

"დაგვემატა 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა - სულ 1085 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 911-ია. ამ მონაცემების გათვალისწინებით, COVID ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. 5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 კი იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება," -განაცხადა ეზუგბაიამ.