გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი განახლდა

23-07-2020

განახლდა კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მარტში შეწყვეტილი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს თასზე. პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ზესტაფონის ''მარგვეთი'' და თბილისის ''თბილისი''. თამაში დამთავრდა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0.

19 ივლისს, მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა ბათუმში, ბათუმის ''აჭარასა'' და გორის ''დილას'' შორის და დასრულდა აჭარელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0.

განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდება 25 და 26 ივლისს, გორში, ხოლო ფინალური ასპარეზობა გაიმართება 2 აგვისტოს.

აღნიშნული ტურნირის მატჩები ტარდება კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით.

არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის ტურნირის ორგანიზატორები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

ტურნირი 2018 წელს დაარსდა და წელს მესამედ ტარდება.