გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიც ცერცვაძე: კრიზისის წარმატებით მართვის ერთ-ერთი მხსვილი კომპონენტი იქნება გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი ჭერი ჰქონდეს

23-07-2020


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა პრემიერ-მინიტრ გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას ეფექტურად მართავს. მისივე თქმით, ამ წარმატებული მართვის შემადგენელი ნაწილია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება.


"ინფექციური საავადმყოფო მთავარი მიმღები იყო კოვიდინფიცირებული ავადმყოფებისა. დღესდღობით, მას ინფიცირებულების ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავს გატარებული. ასევე კლინიკას ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამასთან, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი. მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას ქვეყანაში. სწორედ ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდება ან უკვე გახდა გადაწყვეტილება, რომ ბოლოს და ბოლოს ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი ჰქონდეს",-განაცხადა ცერცვაძემ.


დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა.