გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

23-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სოფლების ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები. 

აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2020 წელს, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4 200 გრძივ მეტრზე, რ/კ ბეტონის კიუვეტების, ლითონის ცხაურების, ეზოში შეასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა. 

გზის სრულ რეაბილიტაციაზე 2 550 000 ლარი დაიხარჯება და მას რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. გზის სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.