გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტატუნაშვილის მკვლელობა - სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ციხიდან სკანდალურ დეტალებს ყვება

2-03-2018

”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

ყოფილი სამართალდამცავი სპეცსამსახურის ყოფილზე დაყრდნობით წერს:

"ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი სპეც.სამსხურების ერთ-ერთი ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ცხინვალის მიმართულებაზე მუშაობდა და (მისივე თხოვნით გვარს ვერ გავასაჯაროვებ) რომელსაც ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ არაერთი ურთულესი ოპერაცია აქვს ჩატარებული და დღეს ის რუსეთის დაკვეთით და ,,ოცნების" აღსრულებით იმყოფება ქართულ ციხეში...

სპეც.სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვერ მალავდა აღშფოთებას ჩვენი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით!

მან მომაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჯარისკაცის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით და მოუწოდებს უშიშროების სამსახურებს არ შეარჩინონ ტატუნაშვილის მკვლელობა ნაძირალა მკვლელს!

ის ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას ხაჩიროვის კონტაქტებზე საქართველოში.

მათ შორის მის სეპარატისტ ძმაზე, რომელსაც აქვს საცხოვრებელი ბინა მცხეთაში (სადაც ხშირად დადის) და იყო ვასილ მაღლაფერიძის მძღოლი...

ასევე, ფლობს ინფორმაციას ხაჩიროვის უახლოეს ოჯახის წევრზე, მის კონტაქტებზე, რომელსაც ასევე აქვს საცხოვრებელი ბინა თბილისში, თემქაზე და რომელიც აგრეთვე ხშირად სტუმრობს დედაქალაქს..

ჩვენი სპეც.სამსახურის თანამშრომელი ხაჩიროვს იცნობს პირადად და ახასიათებს მშიშარა, მხდალი კაცად... რომელსაც ქართული სპეც.სამსახურების შიშით არაერთ დანაშაულზე აქვს ხელი აღებული!

მას შეუძლია ხაჩიროვი 24 საათში წარუდგინოს ქართულ მართმსაჯულებას!

სპეც.სამსახურების ყოფილი თანამშრომელი

მზად არის ციხიდანვე ყველანაირად დაეხმაროს ქართულ სპეც.სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის, მისი კონტაქტების და ა.შ. ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, მის დადგენაში და სწრაფ ევაკუაციაში, რათა მოხდეს მკვლელის ქართული მართმსაჯულების წინაშე წარდგენა!

მზად ვარ უშიშროების სამსახურს გადავცე ყველა ინფორმაცია, მათ შორის სპეც.სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სახელი და გვარი!

მოვუწოდებ ხელისუფლებას და მის ძალოვან უწყებებს, პირადი ამბიციები არ დააყენოთ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა და გამოიყენეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სირცხვილი მოწმინდოს ქართულ სახელმწიფოს!"- დაწერა კუპრავამ, რის შემეგაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

newposts