გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანტიარითმიული მედიკამენტის შეკვრას, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოიღეს, 20 აბი აკლდა

24-07-2020

მედიკამენტის შეკვრას, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოიღეს, 20 აბი აკლდა. ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებული მტკიცებულებების, კერძოდ კი მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

როგორც ირკვევა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ანტიარითმიული მედიკამენტის შეკვრას 20 აბი აკლია. სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, ერთდროულად ამ რაოდენობის მედიკამენტის მიღება ლეტალურ შედეგს იწვევს 20 წუთიდან 1 საათის განმავლობაში.

დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

imedinews.ge