სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80 მაშველია ჩართული

24-07-2020

მე-7 დღეა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80 მაშველია ჩართული. მაშველებთან ერთად ილია ფილფანს სოფლის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ეძებს, თუმცა მოზარდს ამ დრომდე ვერავინ პოულობს.

დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, ილია ფილფანი ბოლო პერიოდში მამასთან ერთად ანაკლიასა და ურეკში იმყოფებოდა, რის გამოც მისი ძებნა იქაც მიმდინარეობს.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა. ბოლოს მოზარდი მეზობლებმა სოფლის ცენტრში ველოსიპედით მიმავალი ნახეს, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.

დაკარგულის ოჯახი, რუსეთიდან საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვიდა და პანდემიის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხა.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

imedinews.ge