გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კელი დეგნანი: შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით საქრათველომ დიდი წინსვლა განიცადა

24-07-2020

როდესაც კერძო სექტორი, უნივერსიტეტი, შეერთებული შტატების საერთაშორისო გაერთიანების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადფოება იკრიბება და ყელაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში "კენ ვოლკერის" კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა.
"მიხარია, რომ დღეს თვქენ წინაშე ვარ და ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს-"კენ ვოლკერის" სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკას ვხსნით. ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველა გამომსვლელმა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როდესაც კერძო სექტორი, უნივერსიტეტი, შეერთებული შტატების საერთაშორისო გაერთიანების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადფოება იკრიბება და ყევლაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გააჩნია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებაში ყველა წევრი სრულად იყოს ჩართული. ვამაყობ, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო გაერთიანების სააგენტოს მიერ ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება. საქრათველომ დიდი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით, და ვულოცავ პარლამენტს, სპიკერის ხელმძღვანელობით , რომ შშმ პირების დაცვის შესახებ კანონი დამტკიცდა, ეს კანონი გზას უხსნის პირებს, რომლებიც ადრე ასე კარგად არ იყვნენ საზოგადოებაში წარმოდგენილნი, და საზოგადოების განვითარების პროცესში სრულად ვერ ერთვებოდნენ. შშმ პირები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების განვითარებაში და მმართველობაში. ამ მიმრართულებით ეს ნამდვილად პირველი ნაბიჯია, თუმცა ინკლუზიური მიმართულებით კვლავაც ბევრია გასაკეთებული. თუმცა შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ეს ობიქტი, და ეს პროგრამა, რომელსაც დღეს ვიწყებთ. ეს არის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს ჰქონდა 25 წლის წინ და ატლანტიდან თბილისში შედგა თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში. კლინიკის გახსნა ჯანდაცვის სიტემის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ნიმუში, თუ როოგრ რეაგირებს საქართველოს მთავრობა გამოწვევებზე, მათ შორის კორონავირუსზე",-განაცხადა დეგნანმა.