გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკატერინე ტიკარაძე: "კენ ველკერის" კლინიკაში მაღალკვალიფიციური დახმარების მიღებას შეძლებენ

24-07-2020

"ვულოცავ ქართველ ხალხს იმ მონაპოვარს, რომელიც დღეს ჩვენ ყველამ ერთად მოვინახულეთ. ეს ნამდვილად არის ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის სიმბოლო და იმ მულტისექტორული მიდგომის, რომლის სიმბოლოც შეიძლება გახდეს ეს პროექტი-, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისში, "კენ ვოლკერის" სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის რონისძიებაზე ყოფნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ცენტრში მოქალაქეები მაღალკვალიფიციური დახმარების მიღებას შეძლებენ.

"ვთვლი, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია, მაგრამ რეაბილიტაციაა ასევე უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ, რომელსაც უდგას საჭიროება, შეიძინოს ახალი ფუნქციური თვისებები და თავისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას მიაღწიოს , რისთვისაც მაღალკვალიფიციური დახმარებაა საჭირო. დღესდღეობის ამ ცენტრში მომსახურებას 200-მდე ბავშვი და 250-მდე მოზრდილი მიიღებს . დარწმუნებული ვარ, ყველა ის სპეციალისტი, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აღიზრდება, შეძლებს და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და რეაბილიტაციაში, რომლებიც მათ სჭირდებათ,-განაცხადა ტიკარაძემ.