გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყარაჯალაში კორონავირუსით დაინფიცირებული 10 თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა

24-07-2020

კორონავირუსით ინფიცირებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები, ათი თვის ჩვილი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაადასტურეს.

 

ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა აქვს.

 

„ბავშვის ბოლო ტესტირების პასუხი უკვე უარყოფითი იყო. ის ჩაითვალა გამოჯანმრთელებულად და დედასთან ერთად, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

ათი თვის ჩვილს კორონავირუსი 14 ივლისს დაუდასტურდა და მას, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ოჯახის წევრებსა და გამოვლენილ კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

 

სულ კახეთის რეგიონში, 9274 შესაძლო შემთხვევაა ტესტირებული. დადასტურებულია, მხოლოდ ოთხი.

პრაიმტაიმი