გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

24-07-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში ატმის განსაკუთრებულად კარგი მოსავალია. ფასები არის მაღალი, 2 ლარი და მეტი, რაც ფერმერისთვის კარგი შემოსავალია იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის ჰექტარზე.

„წელს, დაახლოებით 30 000-35 000 ტონა ატმის მოსავალს ველოდებით, საიდანაც ნაწილი საექსპორტოა. დღეისათვის, საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. შარშან ამ დროისთვის ექსპორტის მაჩვენებელი 7 500 ტონა იყო, ასე რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მიუხედავად პანდემიისა. შემოსავალი გაზრდილია თანხაშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ბოლო წლებია ინტენსიურად ვმუშაობდით, რომ ქვეყანაში შუალედური რგოლი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პროდუქტის ფერმიდან მომხმარებლამდე მისაწოდებლად, გაჩენილიყო. უკვე რამდენიმე წელია თანადაფინანსებით ვახორციელებთ მეურნეობების მხარდაჭერას. დღეს 22 სამაცივრო მეურნეობა გვაქვს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს. მათი დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ძირითადად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი (64%), სომხეთი (31%) და აზერბაიჯანი (4%). აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სინგაპურში, უკრაინაში, მოლდოვასა და სლოვენიაში.

სამაცივრო მეურნეობებში 1 კგ ატმის ჩაბარების ფასი 1.0-1.5 ლარის, ხოლო ვაშლატამას ჩაბარების ფასი 1.5-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.