გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე ენგურის ხიდზე გადმოვიდა

24-07-2020

ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა საქართველოს სამმა მოქალაქეემ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა. ისინი ენგურის ხიდზე იმყოფებიან.

როგორც გათავისუფლებული პირები ჟურნალისტებთან აცხადებენ, ისინი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

„სამუშაოდ მივდიოდით ჩვენს ტერიტორიაზე და მანდ დაგვიჭირეს. სასამართლო დღეს იყო. ოჯახმა ჯარიმა გადაიხადა და გამოგვიშვეს. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, - აცხადებს ერთ-ერთ გათავისუფლებული.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამი ახალგაზრდა 7 ივნისს დააკავეს. მათ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

ინტერპრესნიუსი