გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 19 წლის მოზარდის ტრაგედიით მანიპულირებას თავისი სახელი დაარქვა“ – „კაწროს“ ადვოკატი

25-07-2020

„ეს შეგნებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავდა პოლიტიკური მიზნებით შაქარაშვილის საქმეში გაერიათ ავთო ბილანიშვილი“, – ამის შესახებ ავთო ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა თამარ აბესაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„მოხარული ვარ რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამ დეზინფორმაციას, შეგნებულ პროვოკაციას და 19 წლის მოზარდის ტრაგედიით მანიპულირებას თავისი სახელი დაარქვა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი, ანუ ტყუილია.

 

თუმცა ვფიქრობ რომ ქარტიის მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც დარღვეულია“, – ამბობს აბესაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „კაწროს“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას ქარტიის ერთი პრინციპის დარღვევა დაუდგინა.

 

მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანიახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

 პრაიმტაიმი