გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

25-07-2020

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ კაცს, რომელსაც ე.წ. საზღვარზე სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, PCR-ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR-მეთოდით კვლევა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა, პასუხი კი უარყოფითია.

50 წლის კაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან 24 ივლისს გადმოვიდა. მას კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ენგურის ხიდთან არსებულ სამედიცინო პუნქტში ჩაუტარდა.

imedinews.ge