25-07-2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბათუმის წამომადგენლობაში გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტებისა და პროგრამების შესახებ რომელიც აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებითხორციელდება. ასევე, იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე რომელთა მოგვარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უშუალო ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობით იქნება შესაძლებელი.
შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.