გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა

25-07-2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომლის ცხედარიც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს, საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკამ“ მოიპოვა. თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

როგორც დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა რომ იმ ადგილას ყოფილიყო, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვნიდა.

„ოჯახს აქვს კითხვები გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი - თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდანვე იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც სავარაუდოდ მან თავის ოჯახს დაუტოვა. „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - ნათქვამია წერილში, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.