გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მუნიციპალიტეტში კორეელი დიპლომატების სამუშაო ვიზიტი დასრულდა

25-07-2020

24 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქურა ჯაფარიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჩანა მარკოიშვილმა საპატიო სტუმრებს სოფლები - ღები, გონა და შქმერი დაათვალიერებინეს.

ღებსა და გონაში სტუმრობისას, ბატონმა ჩანგ დე-სუმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ასეთი შესანიშნავი ადგილები დაემატოს ტურისტებისათვის სავალდებულოდ სანახავ ობიექტთა ნუსხას. ხსენებული მიზნით, კორეის დიპლომატიური მისიის მეთაური გეგმავს, წარმოაგზავნოს ონში იმ ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ახორციელებენ კორეელი ტურისტების გადაყვანას, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას და უზრუნველყონ ღებისა და გონას კორეულ ტურისტულ მარშრუტში ასახვა.

ამას გარდა, ბატონი ჩანგ დე-სუს განმარტებით, პირადად იზრუნებს კორეელი ინვესტორების დაინტერესებაზე ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების ათვისების თვალსაზრისით.

შქმერში სტუმრობისას კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა აღფრთოვანება ვერ დამალა სოფლის ბუნებით და მისი მდებარეობით. ბატონ ჩანგს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის, მისი ვადებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ბატონი ჩანგ დე-სუს თქმით, სოფელი შქმერის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწოდებს კორეის მედიას და ბიზნეს-წრეებს, რათა ეფექტიანად მოხდეს მისი, როგორც კურორტის პოტენციალის ათვისება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადეს საპატიო სტუმრებს ჩვენს მუნიციპალიტეტში ვიზიტისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა სამომავლოდ გაძლიერდება და მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების მრავალ სფეროს.