გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა

2-03-2018

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა“ - ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, აჭარაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს.

“აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო უკეთესი სინქრონიზაცია და უკეთესი დაგეგმარება. ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ზოგადად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე. ძალიან მოხარული ვარ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობისგან სრული აღქმა და სრული თანხმობა არის ერთიანი ლოგიკით წარიმართოს ეს სტრატეგია და მე მჯერა, რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ამ სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

“დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ მოქმედი პროექტები, მომავალი გეგმები. მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხით ახალი პროექტების განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება. აჭარა ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. როგორც იცით, დასრულდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი პროექტების დანერგვას და დარგის და წარმატებულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"