გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!- საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს

27-07-2020

საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს. 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის რეისზე, მგზავრებს  საინტერესო ამბებს გურიაზე ზურა შევარდნაძე მოუყვება. რა უნდა ნახოთ ისტორიულ გურიაში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ - გურიის მატარებლის გზამკვლევი აქამდე უცნობ ისტორიებს გაგაცნობთ. აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად, პროექტის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა მაგისტრალურ რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში მგზავრებს საინტერესო გიდებს მატარებელში დაახვედრებს. მოგვიანებით კი საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს. მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ!