გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სტალინის ბაღში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

27-07-2020

დაპირისპირება მოხდა სტალინის სახლ-მუზეუმის დაცვის წევრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს.

სიტუაცია მაინც არ განიმუხტა, რის გამოც, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ორი ადამიანია 

დაკავებული. ერთ-ერთი ახალგაზრდა ძირს ეგდო და ტანსაცმელი ჰქონდა დახეული.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს და შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

qartli.ge