გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ექსპერტი რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში სამხედრო წვრთნებზე: სარისკოა ნებისმიერი მანევრის ჩატარება

27-07-2020

„ყოველთვის სარისკოა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მანევრის ჩატარება“, - ასე გამოეხმაურა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი რუსეთის მიერ ამიერკავკასიაში დაწყებულ მასშტაბურ წვრთნებს.

ექსპერტი ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის მანევრი სარისკოა და საფრთხეა საქართველოსთვის. გოგოლაშვილის თქმით, საჭიროა დაზვერვის გაძლიერება და მეტი ყურადღების მიქცევა.

„მგონია, ეს არის მტრის რაღაც სამხედრო-პოლიტიკური პასუხი ნატოს წვრთნებზე, რომელიც შავ ზღვაში ტარდება. მთლიანობაში, პირველი არ არის ასეთი წვრთნა. რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან რისკს ყველა შემთხვევაში შეიცავს, რადგან ახლოსაა ჩვენს დედაქალაქთან. გააჩნია რა სახის სამხედრო ოპერაციებს ჩაატარებენ სამხრეთ ოსეთში. მაგალითად, მონაწილეობს 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო, მაგრამ რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული ჰყავს მაგაზე უფრო მეტი სამხედრო. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ბევრი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის სარისკოა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მანევრების ჩატარება. იმიტომ რომ იქ ხდება ჯარების გადაადგილება, პოზიციების ცვლა, არ ვიცით სამხედრო ტექნიკას როცა ქოქავენ, ეს სასწავლოა თუ აპირებენ რამე პროვოკაციას თუ შეტევას. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საფრთხეა და ჩვენი სამხედრო ძალები უნდა იყვნენ მზადყოფნაში. საჭიროა დაზვერვის გაძლიერება, მეტი ყურადღების მიქცევა, თუ რა ხდება რეალურად. იმედია, ინფორმაცია აქვთ და ამ თვალსაზრისით გააკონტროლებენ სიტუაციას, არ გამოგვრჩება არაფერი ისეთი თუ რაღაც სერიოზული პროვოკაციის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ამიერკავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მოიცავს.

pia