გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურია ერთადერთი რეგიონია, რომელიც გამოცდების ცენტრის გარეშე რჩება- აბიტურიენტების საპროტესტო აქცია ოზურგეთში

2-03-2018

ამ წუთებში ოზურგეთში აბიტურიენტთა საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აბიტურიენტები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ოზურგეთის ცენტრის - გაუქმებას აპროტესტებენ.

საპროტესტო მსვლელობამდე აბიტურიენტები აწ უკვე ყოფილი ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის წინ (მეორე საჯარო სკოლა) შეიკრიბნენ, მათ ხელში ეჭირათ პალაკატები წარწერებით: "მოვითხოვთ ოზყურგეთის საგამოცდო ცენტრის აღდგენას"

"გურიის მოამბე" ღამდენიმე მათგანს გაესაუბეა:

.ჩვენი აზრით,  ეს გადაწყვეტილება რომსაგამოცდო  ცენტრის გაუქმდესოზურგეთში ეს არის მიუღებელია, ეს არის მთელი რეგიონის პრობლემა. დაახლოებით1000-1200 ბავშვი  აბარებს წელიწადში  დღეს იქნება  ზალიან დიდი პრობლმა  ოჯახების, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. რადგანაც მათ მოუწევთ სხვა  დიდ ქალაქებში წასვლა  და ჩაბარება ამ გამოცდების. გაუჭურდება, რადგან  ერთ თვეში  4-5 ჯერ მოუწევთ წასვლა დიდი ქალაქებში, რადგან ეს ზედმეტ  ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც  ბევრს  არ გააჩნია".

"ჩვენ ვაპროტესტებთ საგამოცდო  ცენტრის  გაუქმებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს აბიტურიენტებს უქმნის,  საკმაოდ დიდ დისკომფორტს,იმიტომ რომ,   გარდა იმისა, რომ ხარჯებთანაარისდამოკიდებული, ასევე, სრულიად უცხო გარემოში ვხვდებით. ანუ საერთოდ, არ ვართ შეჩვეულიიქაურ  გარემოს და  მგონია  რომ დიდი  სტრესია. გარდა  იმისა,  რომ გამოცდები გვაქვს და მაგაზე  გვაქვს  სანერვიულო,იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ  მოვახდინოთ ადაპტაცია.  ამიტომ,ვფიქრობთ  რომ აბიტურიენტებს  მოგვეცეს იმის   საშუალება,   ჩვენს ქალაქში ჩავაბაროთ ერთიანი  ეროვნული  გამოცდები. რადგან,  ჩვენ ყველანი შეჩვეული  ვართ  იმ გარემოს, რაც  გვაქვს  ჩვენს  საკუთარ  ქალაქში".

"ყველა აბიტურიენტს  ორმაგი ხარჯი უჯდება, თბილისში  წასვლა  გამოცდებისთვის  და გამოცდები,  თითქმის,გრძელდება  ერთ  თვეს. ეს  არის,  დიდ  ხარჯებთან დაკავშირებული.რატომ არ ვიყავით მაშინ ინფორმირებული  უფრო  ადრე?  ხომ შეიძლებოდა  სექტემბერში  გამოეცხადებინათ, რომ უქმდებოდა,საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში  და მოემზადებოდა ბავშვები. ამის გამო,  ჩემი  აზრით,  ბევრი აბიტურიენტი ვერ  შეძლებს  თბილისში  წამოსვლას  და  გამოცდების ჩაბარებას.მოვითხოვთ,ოზურგეთში  დააბრუნონ საგამოცდო  ცენტრი".

 "ჩვენი  აქ შეკრების მიზანი არის, ის რომ ოზურგეთში  აუქმებენ საგამოცდო ცნეტრს. ამის გამო, როგორც აბიტურიენტებს  გვექმნება დიდი პრობლემა,რადგან ეს არის ძალიან დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. იმიტომ რომ,მაგალითად თუ  წავედი  მე თბილისში, უნდა ვიქირაო ბინა და   დიდი თანხა  დამჭირდება.  ცოტა  ადრე  რომ გავეფრთხილებინეთ, მაგალითად, სექტებერში,  უფრო სხვანაირად გადავაწყობდით  ჩვენს  გეგმებს  და სხვანაირადმოვემზადებოდით".

 

"გურიის მოამბე"