გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

28-07-2020

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთი არის გაჩიანი, ერთის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთოს მძღოლი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, კოვიდნცენტრებში ამჟამად 240 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მდგომარეობა არ შეცვლილა და იქ მკურნალობას კვლავ 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.

„გუშინ არავინ გამოჯანმრთელებულა და არც ახალი პაციენტი შემოსულა, კვლავ 41 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge