28-07-2020
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, 80-ზე მეტი მაშველი და ერთი ვერტმფრენია ჩართული.
სვანეთის გარდა საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება შავი ზღვის სანაპიროზეც.
13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს ველოსიპედით 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა.
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ემუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.