გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის 10 სოფელი დააზარალა

28-07-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

"სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხეც. პირველადი დათვალიერებით, საცხოვრებელი სახლები ძლიერად არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება",- აცხადებენ მერიაში.

ინტერპრესნიუსი