გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თენგიზ ცერცვაძე: მეორე ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ გაცილებით სუსტი, ვიდრე პირველი

28-07-2020

ჩემი აზრით, მეორე ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ ის იქნება გაცილებით სუსტი, ვიდრე პირველი ტალღა. იმიტომ, რომ საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის, ექიმების, პირველ რიგში ეპიდემიოლოგების, მკურნალი ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი, ძალიან რაციონალური და ეფექტიანი ინტერვეციების ხარჯზე, რომლებიც იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური, დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო – ევროპაში საუკეთესო შედეგი საქართველოში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველომ რა შედეგიც დადო, ეს იყო არა მარტო ავადობისა და სიკვდილიანობის მცირე რიცხვი, არამედ ყველაზე დასაფასებელი შეიძლება იყოს, რომ საქართველოს, მისი ექიმებისა და სახელისუფლებო ვერტიკალის საპასუხო ღონისძიებები გამოდგა მდგრადი. რაში გამოიხატება ეს მდგრადობა? იმაში, რომ ყველა სხვა ქვეყანამ, ვინც შეზღუდვები მოხსნა, გაიარა ასე თუ ისე მეორე ტალღა ან მისი მსგავსი სიტუაცია, როდესაც შემთხვევებმა მოიმატა და იძულებულები გახდნენ, შეზღუდვების რაღაც რაოდენობა დაებრუნებინათ. ასეა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, განსაკუთრებით ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან შეზღუდვების მოხსნას, პრაქტიკულად სრულ მოხსნას, თუ საერთაშორისო ტურიზმს არ ჩავთვლით, პრაქტიკულად არავითარი მატება არ მოყოლია. ე.ი. ის ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებდნენ ექიმები და სახელისუფლებო ვერტიკალი, გამოდგა მდგრადი, ძალიან მდგრადი. აი, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ასეთ ან მიახლოებულ მდგომარეობას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge