გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: ვვარაუდობ, რომ პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება

28-07-2020

პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, თუ იქნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, ეს დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა, სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ვერ შექმნეს ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, მაშინ არავინ იცის ეს როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე. ეს არის სუფთა ჩემი ვარაუდი, რადგან ამისი რაიმე ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.