გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიან თვითიზოლაციას აღარ გაივლიან

28-07-2020

ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში.