გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარდაბნის მერი - გარკვეული კატეგორია უარს ამბობს ტესტირებაზე, ამიტომ კარდაკარ პრინციპით ტესტირება დავიწყეთ

28-07-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, კორვიდინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე პისიარ ტესტირება 1900 პირს ჩაუტარდა, დღის ბოლოს კი 250 ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გამოვიდნენ და ჩაიტარონ პისისარ ტესტირება. არის კატეგორია, რომელიც უარს ამბობს და არ ერთვება ტესტირების პროცესში, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოსახლეობის კარდაკარ პრინციპით ტესტირება. ეპიდემიოლოგები დადიან უბნებში, იმისათვის, რომ ხალხს გაუადვილდეს მისვლა და ბიოლოგიური მასალის ჩაბარება. დღეს სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს თუ საჭირო გახდა, კიდევ დავამატებთ, მთავარია იყოს ხალხის მხრიდან დამყოლობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის ტესტირება დღეისათვის მიმდინარებს სოფელ ყარაჯალარში, დანარჩენ სოფლებში, სადაც ასევე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების ფაქტები, ყველა კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა და დღემდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. სოფელში კოვიდინფიცირების 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთლიანობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 51 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ინტერპრესნიუსი