გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"აზოტის" ქარხნიდან გათავისუფლებული მუშების საქმეზე სასამართლოში დავის განხილვა მიმდინარეობს

2-03-2018

რუსთავის აზოტის საწარომდან გათავისუფლებული მუშების საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. საწარმოდან გათავისუფლებული 56 მოსაჩელე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

სხოდამზე მოპასუხე (შპს "აზოტი" და "ეუინვეთმენთი") მხარემ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის გონივრული ვადა ითხოვა. შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე ყაჩელმა დააკმაყოფილა და მთავარი სხდომა 16 მარტს დანიშნა.

შეგხსენებთ, აზოტის საწარმოდან თანამშრომლები 2017 წლის 25 იანვარს გაათავისუფლეს, პროფკავშირების დახმარებით კი 56 პირი საწარმოს ხელმძღვანელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას ედავება და სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას (გათავისუფლების დღიდან სამსახურის აღდგენის დღემდე) ითხოვს.

 

"ინფორუსთავი"