გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სიდედრმა ვაკიდან მოუყვანოს მხარდამჭერი ჩიკები – მეგი გოცირიძე ვაშაძის გაერთიანებიდან გასვლაზე

29-07-2020

ოპოზიურ პარტიებში ვნებათაღელვა მას შემდეგ არ წყდება, რაც გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს.

 

ამის მიზეზების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილ და სავარაუდოდ, მომავალ პარლამენტარს მეგი გოცირიძეს ესაუბრა.

 

როგორც ის ამბობს, ვაშაძე ჯერ პრემიერის პოზიციაზე მისი კანდიდატურის დასახელებაზე უარმა და შემდეგ – გამსვლელ სიაში ნახევარ კვოტაზე მეორე უარმა გაანაწყენა.

 

უკვე, მეორედ წასულ ვაშაძეს თაკო ჩარკვიანი გაჰყვა. უახლოეს დღეებში ვაშაძე-ჩარკვიანის კომენტარსაც შემოგთავაზებთ:

 

მეგი გოცირიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი სხვა პარტიის წარმომადგენლების კეთილდღეობაზე არ იზრუნებს, თავის მხრივ, არც ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ულტიმატუმის ენაზე საუბარს.

 

„ვაშაძის მოთხოვნა – ოცეულში ათი კაცის შეყვანა მართლაც სასაცილოა, როგორ ფიქრობთ, ენმ-ს, რომელიც მილიონამდე თუ მეტს არა მხარდამჭერს აერთიანებს, არ ჰყავს სიაში ჩასაწერი ხალხი და იმისთვის უნდა მოიკლას თავი ენმ-მ და მისმა მხარდამჭერებმა, რომ სხვა პარტიის წევრები შეიყვანოს პარლამენტში, რომელიც პრემიერს ნიშნავს?

 

– რას იტყვით, გიორგი ვაშაძის სიდედრის პოსტზე, სადაც ის წერს, რომ უხარია სიძის გამიჯვნა ნაციონალურ მოძრაობასთან?

 

– ნუ ახლა, თუ გოგიტა არ იტყვის რომ სიდედრი ოჯახის წევრი არ არისო, მაშინ დავიჯერებ, რომ სიძესთან  შეუთანხმებლად დაწერა…

ჰო და თუ ენმ- ს გაემიჯნა, მაშინ ისანში ენმ-ის ამომრჩეველიც თუ გაემიჯნება, სიდედრმა ვაკიდან მოუყვანოს მხარდამჭერი ჩიკები და ხმა მიაცემინოს.

 

– თქვენი ინფორმაციით, გარდა პარტიული სიისა, რამ გამოიწვია ჩარკვიანის და ვაშაძის განაწყენება?

 

– სრულიად ლოგიკურია, როცა, ერთი მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაუჭირა მხარი ვაშაძის  კანდიდატურას პრემიერად მისი კანდიდატურის დასახელებას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ლიდერია და რომელსაც მეორე კონკრეტული პარტიის ლიდერი – ჩარკვიანი სთავაზობს ენმ-ს ანუ მესამე  და იმ პარტიას, რომლის იდეითაც მოხდა სხვა დანარჩენი პარტიების გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ქოლგის ქვეშ და თან ისე, რომ ენმ ამას იგებს ტელევიზიით, ამან გაანაწყენა.

 

 ჩარკვიანისა და ვაშაძის პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, ისინი 9 წლის განმავლობაში, მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ, სხვადასხვა მხარეს. დღეს, ჩარკვიანი ვაშაძეს ყველაზე სანდო პარტნიორად რატომ მიიჩნევს?

 

– ჩარკვიანმა იმუშავავაშაძესთან ერთადსაპრეზიდენტო არჩევნებზე და ალბათ, იქ ჩამოუყალიბდათ ეს დამოკიდებულება, რაც შეეხება მტრობას ენმ-თან, დღეს ყველა აღიარებს, რომ სახელმწიფო, თანამედროვე ქართული სახელმწიფო აშენდა მაშინ და უკლებლივ ყველა მაშინდელი მტრულად განწობილი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილმა დაანგრია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მაშინ შეიქმნა და გირგვლიანს გადააყოლეს ქვეყანა.

 

ახლა, ყველა მეორე დღეს, ახალი “გირგვლიანები“, რომ ჰყავს ქვეყანას, ეს მოიტანა იმან, რომ სახელმწიფო ხელში ჩაუგდეს გარეწრებს, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს.

 

– თაკო ჩარკვიანი ერთი მხრივ, ტოვებს გაერთიანებას და მეორე მხრივ, ამბობს, რომ ის სააკაშვილის  იდეებს იზიარებს და მას ლიდერად მოიაზრებს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა ხომ არ არის საარჩევნო სრტატეგია, შეცდომაში შეიყვანოს ენმ-ის ამომრჩეველი?

 

– გარკვეულწილად შესაძლოა, ეს ენმ-ის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაზეც იყოს აღქმული. ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, დღეს დანამდვილებით რთულია ამის თქმა, ვნახოთ…

 

– ვინ განიხილება პრემიერობის კანდიდატად?

 

– ვერ გეტყვით ჯერჯერობით, მაგრამ ვისურვებდი, რომ ის კობა ნაყოფია იყოს.

 

ავტორი: თამრ ბუჩუკური

პრაიმტაიმი