გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვარძიაში „ევროპული არდადეგების“ რიგით მეოთხე ღონისძიება ჩატარდა

29-07-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ვარძიაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე რიგით მეოთხე სემინარი ჩატარდა. 

ახალგაზრდებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია მიესალმნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ისაუბრა.

ღონისძიებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი მონაწილეობდნენ.

სემინარის შემდეგ ვიქტორინა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ნატოსა და ევროკავშირის თემაზე კითხვებს უპასუხეს და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. „ევროპული არდადეგების“ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ექსკურსია მოეწყო. დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის ისტორიას გაეცნენ.

პროექტში „ევროპული არდადეგები“ 300-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს და მისი მიზანია საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირება, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.