გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

29-07-2020

28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად,ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000 ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი , ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ - ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს.
ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად.


სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

ისინი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.