გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

29-07-2020

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა.


ამ თანამდებობას 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა 2020 წლის იანვარში მას თანამდებობა დაატოვებინეს. ამ დრომდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.


სერგეი შამბა 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.


2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან პარტია „ერთიან აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს.


imedinews.ge