გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა

29-07-2020

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება.

 

ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. პროცესს ადგილზე კოორდინაციას, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან ერთად, უწევდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.

"ონში დაახლოებით 1300  აბონენტი გვყავს, აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. გავატარეთ გარკვეული ღონისძიებები, რის შემდეგაც აღდგა წყალმომარაგება.  ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ. თუმცა მიმდინარეობს  სამუშაოები რომ თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული გაუგებრობები" - განაცხადა გიგა მანდარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.