გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება წითელ ჯვარს ამ დრომდე არ ეძლევა

30-07-2020

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება წითელ ჯვარს ამ დრომდე არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან, კვალვ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, მათთვის უცნობია, ამ ეტაპზე როგორია მისი მდგომარეობა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. კაცი ფეხშია დაჭრილი. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.