30-07-2020
ცისნამი საყვარლიშვილი საინტერესო ყოველდღიურობით, ერთ-ერთი თვალში მოსახვედრი ქართველია ნიუ-იორკში. მეოცნებე „წითელთმიანმა გოგონამ“, ერთ დღესაც, ზღაპარში გაიღვიძა, დილის ცის ნამივით აციმციმდა და ცოტა არ იყოს, თვალისმომჭრელადაც კი გაიბრწყინა – გერმანელი დიდგვაროვანების დინასტიის წარმომადგენლის რჩეული და მეუღლე გახდა.
გურჯაანელი ცისნამი საყვარლიშვილი, მშობელმა დედამ სამშობიაროდან გააშვილა. 25 წლის იყო, პირველად დედას რომ შეხვდა, მაგრამ მან შვილის საჯაროდ აღიარება არ მოინდომა. არც გამზრდელი მშობლების ხელში ყოფილა ბედნიერი, მამობილსა და დედობილს საკუთარი შვილიც გაუჩნდათ და როგორც ცისნამი ამბობს, დედობილს, ყველაფერი ბიოლოგიური შვილისთვის ემეტებოდა.
დაახლოებით 11 წლის წინ, ემიგრანტი გახდა. ჯერ იტალიაში წავიდა, შემდეგ – ამერიკაში, სადაც ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა და მისი ცხოვრება, კონკიას ზღაპარს დაემსგავსა. ქ-ნი ცისნამი, მის სევდიან წარსულზე, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:
მშობლებს, ჩემი დაბადება, არც უნდოდათ, დაქორწინებულები არ ყოფილან, ისე დაორსულდა დედა. ახლა სხვა მენტალიტედია, მაგრამ მაშინ ბავშვის გაჩენა, მამის გარეშე, სერიოზული ტრაგედია იყო. როგორც მითხრა, 7 თვე მუცელაკრული დადიოდა, რომ არავის შეემჩნია. ასე რომ, სიყვარულის კი არა, ვნების ნაყოფი ვიყავი. ჩუმად გამაჩინა, უსუსური ბავშვი ვიყავი, სამშობიაროში დამტოვა და წავიდა.
კახეთში გავიზარდე, სადაც ყველა შავგვრემანი იყო და ერთადერთი წითელთმიანი ვიყავი. იმერული სისხლი მქონდა და ყველასგან განსხვავებული ვიყავი. როდესაც შსენმა კლასელბმა იციან, რომ ნაშვილები ხარ… ხან ვინ წამომაძახებდა და ხან ვინ.
ვფიქრობდი, დედაჩემი ალბათ ხელგაშლილი შემხვდება, თბილად ჩამეხუტება -მეთქი, მაგრამ მის თვალებში სინანულიც ვერ ამოვიკითხე. არადა, ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არ უნდა ჩემი არსებობის შესახებ, მისმა ქმარმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ.
– ვინ გაგზარდათ?
ორმა უსინათლო ადამიანმა მიშვილა. დედა ცოტას ხედავს, მამა საერთოდ ვერ ხედავდა. ჩემი გაზრდა, ბებიამ (დედის დედამ) საკუღარ თავზე აიღო. მერე საკუთარი შვილიც ეყოლათ და ორი ბავშვის გაზრდას ვერ შეძლებდნენ. ჩემ ძმას, სულ თავს დაჰფოფინებდენ, დედაჩემს, ყველაფერი ოთოსთვის უნდოდა. მახსოვს, როგორ ყიდულობდა თხის რძეს და მხოლოდ ჩემ ძმას ასმევდა.
ბებია მიყვებოდა, არ გვინდოდა გოგო აგვეყვანა, მაგრამ ძალიან ლამაზი ბავშვი იყავიო. ბებია ძალიან მაგარი ქალი იყო, მაგრამ ჩემი სავალი გზა, მხოლოდ ჩემით გავიკვლიე.
სოფელ ვაჩნაძიანიდან ვარ, მთელი სოფელი და გურჯაანის მუნიციპალიტეტი მიცნობს. თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე და კულტუროლოგი ვარ, სპეციალობით.
– საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდით და მალევე გაეყარეთ ქმარს, მერე ოჯახმაც ზურგი შეგაქციათ და პატრიარქი გაძლევდათ ბინადრობის და საკვების ფულს…
პირველი ქორწინებიდან ვაჟი მყავს – ირაკლი შიოლაშვილი. პატრიარქი, ამ ოჯახის ბიძაა. სიყვარულით გავთხოვდი. მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავიცანი, ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. თვითონ კარგად მექცეოდა, მაგრამ ოჯახს არ ვუნდოდი.
19 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მათი ბრალი იყო, მაგრამ ახლა როცა ბევრი რამ ვნახე ამქვეყნად, ვფიქრობ, რომ ჩემი ბრალიც იყო, რადგან როგორც არის ნათქვამი, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, მე კი ეს ვერ შევძელი.
ბავშვი 2 თვის იყო, როდესაც ქმარს გავშორდი. არავის სურდა, ჩემ შვილთან ერთად ოჯახში მივბუნებულიყავი – უფულო, უსამსახურო, მშიერი… რადგან ჩემმა ძმამ სახლში არ შეგვიშა, პატრიარქმა იტვირთა ჩვენზე მზუნველობა. კურთხევა მოგვცა, რომ ოჯახი არ დაგვენგრია, მაგრამ არ გაითვალისწინეს და ორი თვის ბავშვით ხელში, გარეთ დამტოვეს.
ქმარი სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მისმა მშობლებმა დაგვაშორეს. დედამთილმა რომ გაიგო ნაშვილები ვიყავი, „ყივჩაღს“ მეძახდა დახშირად იმმეორებდა, სახლში ყივჩაღი შემომივარდაო. გადავიტანე ყველაფერი, რადგან ძლიერი ვარ. ცხოვრება რამდენჯერაც დამამრცხებს, იმდენჯერ ვდგები.
ამის შემდეგ ექიმ სულიკო ცხადაძესთან ერთად გადავედი საცხოვრებლად და პატრიარქი გვეხმარებოდა. მერე იტალიაში წავედი ემიგრანტად და ჩემი ერთი წლის შვილი, გამზრდელმა დედამ ჩაიბარა. სამაგიეროდ, ჩემგან ძალიან დიდ თანხასაც იღებდა.
ახლა რომ მახსენდება, როგორ გავრისკე, მეტირება. ერთი წლის ბავშვი,ძუძუდან მოვიგლიჯე და ინვალიდ მშობელს დავუტოვე. რა მექნა, მთელი ცხოვრება პატრიარქი ხომ ვერ შემინახავდა?
სიზმრებში, დღესაც ვიტანჯები იმ სცენით, ჩემი ერთი წლის ირაკლი ხელგაწვდილი რომ მეძახის – დედა, დედაო.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე იყო ჩემ ცხოვრებაში, ძალიან იღბლიანი ვარ. ერთ წელში, იტალიაში უკვე საბუთიც მქონდა და ფლორენციის უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი. პოლიტიკა სულ მაინტერესებდა და ცოტა ხანში, სსტუდენტური მთავრობის წევრი გავდი, იქაური პოლიტიკოსებიჩ გავიცანი.
– როგორ მოხვდით ამერიკაში?
ამერიკა, მუდამ ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. იტალიის უნივერსიტეტმა 6 თვე დამიფინანსა აქ სასწავლო პროგრამა. მერე სწავლა შევაჩერე და მუშაობა დავიწყე.
საბედნიეროდ, ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი და დღეს მისიმეღლე ვარ. მან, ერთი ხელის მოსმით დამავიწყა ჩემი პრობლემები. ახლა ჩემი შვილის ჩამოსვლას ველოდები. ირაკლი, უკვე 12 წლის არის. კალათბურთს თამაშობს ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში. ოცნება აქვს, ჩამოვიდეს და NBA -ში ითამაშოს.
– გერმანელი ბარონის შთამომავალი ყოფილა თქვენი ქმარი…
ჩემი მეუღლის მამა, გერმანელი ბარონი იყო, მაგრამ 21-ე საუკუნის ამერიკას სულ არ აინტერესებს, ვინ არის ბარონი და ვინ არის ბარონესა. აღარ ვმუშაობ, თუმცა ჟურნალისტიკამ გამიტაცა და ვწერ ადგილობრივი ქართული გამოცემისთვის. კოლუმბიის უნივერსიტეტში გავიარე ჟურნალისტიკის კურსები და სერტიფიკატიც ავიღე. ჩემი მეუღლეც ყოფილი ჟურნალისტია, „სი ბი ეი“-ში მუშაობდა.
– სილამაზის კონკურსშიც მონაწილეობდით და სკანდალშიც გაეხვიეთ. რა მოხდა სინამდვილეში?
სილამაზის კონკურსი არა – „მის ტურიზმი“ იყო, რომელიც ამერიკაში ყოველ წლიურად ტარდება და ყველას შეუძლია თავისი ქვეყანა წარმოაჩინოს.
სილამაზეს, იმდენად არა აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც თუ როგორ წარმოაჩენ შენ ქვეყანას. ჩემი მთავარი ოცნება ავიხდინე – ბროდვეის სცენაზე, ქართული დროშით გავედი და იქ ავაფრიალე. ქართული სამოსიც მეცვა.
რაც შეეხება სკანდალს, ვერ გაიგეს რა კონკურსი იყო და ჩემი ბულინგი დაიწყეს. ფოტოები სხვადასხვა გვერდებსა და საიტებზე „ათრიეს“, ათასი სისაძაგლე დაწერეს, ორგანიზატორის ყურამდე რომ მივიდა, გაბრაზდა და ტიტული ჩამომართვა.
– ახლა ვისთან ცხოვრობს შენი შვილი?
მამის მშობლებთან. იქ უფრო მოწონს, მამამისიც ამერიკკაშია, სხვა ოჯახი აქვს და ორივე ველოდებით მის ჩამოსვლას. საქართველოში ბინები რომ ვიყიდე, გაქირავებული მაქვს და იმ ფულს დედა და ჩემი ძმა იღებენ.
– ვინ დაგარქვათ ცისნამი?
მამამ – სიყვარულს, მხოლოდ მისგან ვგრძნობდი, რომ წამოვიზარდე, მისი თვალები მე ვიყავი. ყველგან დამყავდა, საოცრად მღეროდა, თემურ წიკლაურის ხმის მსგავსი ჰქონდა. კულტურის სახლისსამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ, ყველა პატივს ცემდა.