გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტიკარაძე: ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, დემოკრატიის გარანტია

30-07-2020

„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი ნამდვილად არ არის, პირიქით, ის დემოკრატიის გარანტია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ტიკარაძე ამბობს, რომ კონგრესმენების წერილში ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არ არის.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და იმას არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ის ნამდვილად არ არის ოლიგარქი. პირიქით, საქართველოში დემოკრატიის გარანტია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს. წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არ არის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენების წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული. წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გადაეგზავნა. კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი.

pia