გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბოლნისის მერმა სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფელები: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი მოინახულა

30-07-2020

27 ივლისს, სტიქიის შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუშევანი, გეტა, ძველი ქვეში და ზვარეთი შიდა გზები დაზიანდა.

დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სოფლებში იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალი შეაფასა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ სოფლებში 4500 გრძივი მეტრის შიდა გზა დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.