გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე დასჭირდება

30-07-2020

"ყველა ამ სოფელთან კავშირზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დღეიდან დაიწყება სოფლებთან ვერტმფრენებით კავშირი. ვისაც ექნება საჭიროება, ჩვენ მათ სოფლებიდან გამოვიყვანთ, ამ სოფლებს საჭირო პროდუქტებით ორგანიზებულად მოვამარაგებთ, აღნიშნული ოთხი სოფელი ერთი თვე მოწყვეტილი იქნება, რადგან რეალურად მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, სამი სექტორია, დაახლოებით, 250-მეტრიანი, სადაც 4 ხიდია, რომელიც თავიდან არის აღსადგენი. მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით 30 მლნ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მლნ ლარამდე თანხა დასჭირდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია.