გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

2-03-2018

დაბა აგარაში, კომპანია „აგარის შაქრის“ 400-ზე მეტმა თანამშრომელმა ქარხნის ამუშავების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

„აგარის შაქარი“ მეხუთე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს.

აგარის მცხოვრებლების თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„იმის მიუხედავად რომ აგარის შაქრის ქარხანა 5 თვეა გაჩერებულია, თბილისში ამ სახელწოდებით შაქარი იყიდება. მომხმარებლებს ატყუებენ, ჩვენი წარმოების სახელს აფუჭებენ. ეს არ არის აგარის შაქარი, ეს სხვა შაქარია და ხარისხიც დაბალია. ხელისუფლება აჩერებს ამხელა წარმოებას, მას არ აინტერესებს აქ დასაქმებული ხალხი. აქციაზე ხელისუფლებიდან არავინ მოვიდა. ჩვენს უკან ოჯახები დგანან“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ეს არის სტრატეგიული ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის, დაბა აგარისთვის. მსგავსი წარმოების ქარხანა საქართველოში არ არსებობს. თუ ქარხანას პრობლემა ექმნება მის გამო, რომ დისტრიბუტორებს უფრო იაფად შემოაქვთ საქონელი, შესაბამისად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დააწესოს რეგულაციები, მიიღოს კანონი და ეროვნულ წარმოებას განვითარებაში ხელი შეუწყოს“, - აღნიშნა სოფლის მეურნების, მსუბუქი და კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ.

reginfo.ge