გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა: მოლოდინი მეტი მქონდა, რომ ჩემი შვილის გათავისუფლების სავარაუდო თარიღს მეტყოდნენ

31-07-2020

11 თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. მხარეები 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საქართველო 3 გატაცებულის გათავისუფლებას ითხოვს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტრორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე კონსულტაციები დიალოგის მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება. 

"პასუხები რაც მივიღეთ, უკვე გაჟღერებული ჰქონდათ და ახალი არაფერი დაუმატებიათ. როგორც ზაზა ხელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის, ასევე, გენადი ბესტაევთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოხდეს მათი უპირობო გათავისუფლება. კონსულტაციებზე უარი არ უთქვამთ და ამაზე აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი მომდევნო შეხვედრაზე,"-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელის განცხადებით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

"შეხვედრა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის მოგვარებაც დიალოგის რეჟიმშია შესაძლებელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ინციდენტების აღმოფხვრის საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება,"-განაცხადა მან. 

"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის, ზაზა გახელაძის დედას, ნანა ბუნტურსაც.

"სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მეტი მქონდა, რომ სავარაუდო თარიღს მეტყოდნენ ჩემი შვილის გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ ეს, ჯერ ჯერობით, უცნობია. 24 სექტემბერს არის მეორე შეხვედრა დანიშნული. არ ვიცი მანამდე რამე მოხდება თუ არა,"-განაცხადა მან. 

მომდევნო შეხვედრა 24 სექტემბერს ჩაინიშნა. ერგნეთის შეხვედრის თაობაზე განცხადება გაავრცელა ეუთომაც, სადაც მოუწოდებენ ყველას, ცხელ ხაზთან თანამშრომლობისკენ, რომელიც რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება. ეუთოს განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას.

rustavi2